დრონით იერიში სანქტ-პეტერბურგში, “ნევსკი მაზუთის” ქარხანაზე

სანქტ-პეტერბურგში “ნევსკი მაზუთის” ქარხანაზე დრონით იერიში გახორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება დილის 4 საათზე მოხდა.

ქალაქის მოსახლეობა აფეთქბეების ხმებმა გააღვიძა.

,,რაღაცამ ძალიან ხმამაღლა დაარტყა მოსკოვსკის სადგურის მიდამოში, ბინაში ფანჯრები ჩაიმსხვრა,“ – განუცხადა “ფონტანკას” ქალაქის მცხოვრებმა.

უპილოტო საფრენი აპარატი გლუხოზერსკოეს გზატკეცილზე “ნევსკის მათუტის” ქარხნის ტერიტორიაზე დაეცა და ხანძარი გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, სერიოზული ხანძარი არ ყოფილა.

მსგავსი თემები