რომელი ქუჩების მოდიფიცირება იგეგმება წერეთლის რეაბილიტაციის შემდეგ?

წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ, მარ­შალ გე­ლო­ვა­ნის და რო­ბა­ქი­ძის ქუ­ჩე­ბის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა იგეგ­მე­ბა. თბი­ლი­სის მე­რი­ამ გას­ცა და­ვა­ლე­ბა დიდი დიღ­მის სარ­კი­ნიგ­ზო კავ­ში­რის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის კვლე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მიმ­დი­ნა­რე­ობს და­დი­ა­ნის ქუ­ჩის და თა­მარ მე­ფის გამ­ზი­რის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ხი­დის კონ­ცეფ­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბაც.

,,რო­გორც იცით, “რამ­ბო­ლის“ დო­კუ­მენ­ტში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ თი­თო­ე­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის, მათ შო­რის, დიდი დიღ­მის სარ­კი­ნიგ­ზო კავ­ში­რის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის კვლე­ვა და გავ­ლე­ნე­ბის ანა­ლი­ზია პირ­ველ რიგ­ში ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. თბი­ლი­სის მე­რი­ამ ასე­თი და­ვა­ლე­ბა უკვე გას­ცა. ამ და სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის კვლე­ვა და გავ­ლე­ნე­ბის ანა­ლი­ზი უნდა ჩა­ტარ­დეს დრო­ში გა­წე­რი­ლი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად და შემ­დგომ­ში იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი”, – განაცხადეს მერიაში.

მათივე თქმით, ძი­რი­თა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე­ზე უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა. მათ შო­რის, აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი მეტ­როს შერ­ჩე­უ­ლი სად­გუ­რე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის და მი­საწ­ვდო­მო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის (მათ შო­რის მე­ო­რე ამო­სას­ვლე­ლე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბით) პრო­ექ­ტზე.

,,სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის სატ­რან­ზი­ტო დე­რეფ­ნებ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, მსოფ­ლიო ბან­კის მხარ­და­ჭე­რით, მიმ­დი­ნა­რე­ობს და­დი­ა­ნის ქუ­ჩის და თა­მარ მე­ფის გამ­ზი­რის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ხი­დის კონ­ცეფ­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად, მიმ­დი­ნა­რეა სა­ავ­ტო­ბუსო ქსე­ლის რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცია და გა­მარ­თვა, რო­მე­ლიც დრო­ში გა­წე­რი­ლი პრო­ცე­სია და ბევრ ისეთ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი რო­გო­რი­ცაა – სა­ავ­ტო­ბუსო პარ­კის გა­ნახ­ლე­ბა, 18-მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სე­ბის და­მა­ტე­ბა, შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბა და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბი“, – აღ­ნიშ­ნა­ვენ მე­რი­ა­ში.

მსგავსი თემები