სუნელი ყირგიზეთიდან, ქათამი ჩინური, ნიგოზი კორეული – გამოვიდა საცივი (ვიდეო)

რადგან ჩინეთში ქართული ტრადიციული კერძებისთვის საჭირო ინგრედიენტები არ იშოვება, თუ საცივის მომზადება გინდა, გამოსავალიც მოიძებნება.

ხმელი სუნელი ყირგიზეთიდან ჩამოიტანეს, ქათამი ჩინურია, ნიგოზი კორეული, „მზარეული“ ქართველი, ფოლკლორიც ქართული. სტუმრები: ყირგიზი, ყაზახი, ბელარუსი, უზბეკი, ჩინელი, თურქმენისტანელი, მოლდოველი, სომეხი, აზერბაოჯანელი, ესპანელი, ლათინო ამერიკელი  და ბრაზილიელი.

საცივს სხვა ქართული კერძებიც მიემატა და სუფრაც გაიშალა.

რაც მთავარია, ქართულ სამზარეულოს, ფოლკლორს და ცეკვებსაც „ეზიარნენ“ და საკმაოდ აღფრთოვანებულებიც დარჩნენ. ასე რომ, საქართველოს პოპულარიზება ყველანაირი მიმართულებით გრძელდება.

მსგავსი თემები