უკრაინის რადაში მობილიზაციის შესახებ განახლებული კანონპროექტი შეიტანეს

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა და უმაღლეს რადაში შეიტანა მობილიზაციის შესახებ კანონპროექტის განახლებული ვერსია. როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, კანონპროექტის კომენტარები და შენიშვნები გათვალისწინებულია გენერალურ შტაბთან, მთავრობასთან და სახალხო დეპუტატებთან ერთად.

გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტში მკაფიოდ არის განსაზღვრული ჯარში სამსახურის ვადები ომის პირობებში. ყველა ჯგუფის ინვალიდები გათავისუფლებული არიან სამხედრო სამსახურისგან.

ამასთან, მოხალისეებს მობილიზაციის შემდეგ ორთვიანი ვადა ეძლევათ პირადი საკითხების მოსაგვარებლად და მობილიზაციისთვის მოსამზადებლად.

მობილიზაციის შემდეგ ყველა მოქალაქე გაივლის სავალდებულო სამხედრო სწავლებას 2-3 თვის განმავლობაში. მთავრობაში აღნიშნავენ, რომ მობილიზებული არ შეიძლება მაშინვე ფრონტზე გაგზავნონ.

მსგავსი თემები