„ფინია რომ დავუძახო, კარგი იქნება?” – პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილს

სტრატეგია აღმაშენებლის წევრი, პაატა მანჯგალაძე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ „არსებობს ჩიხუახუას სინდრომი – ჩიხუახუა ზომით პატარა ძაღლია, მაგრამ დიდი გული აქვს იმ მხრივ, რომ თავის ზომაზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს”.

„ჩიხუახუაზე ლაპარაკს არ ჯობია, კონსტიტუციით მეორე პირი რომ ხარ, რაღაც შეგეკითხონ, ზრდილობისთვის მაინც საქმის კურსში ჩაგაყენონ – რომ არ გეკითხებიან არაფერს, ეს უფრო ცუდი არ არის და სამარცხვინო არ არის ქვეყნისთვის? მე, მაგალითად, შემრცხვებოდა, პარლამენტის ისეთი თავმჯდომარე ვიყო, რომ პრემიერმინისტრი გადააყენონ და ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდე. ეს არის პრობლემა, თორემ ჩიხუახუა და ძაღლის ჯიშებზე ლაპარაკი მეც შემიძლია. ფინია რომ დავუძახო, კარგი იქნება?” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი თემები