ევროკავშირმა რეალური ზომები უნდა მიიღოს უკრაინის შეიარაღებასთან დაკავშირებით – ევროპელი ლიდერების მიმართვა

ევროკავშირმა რეალური ზომები უნდა მიიღოს უკრაინის შეიარაღებასთან დაკავშირებით – ამის შესახებ გერმანიის კანცლერის, დანიის, ჩეხეთის, ესტონეთის და ნიდერლანდების პრემიერების ერთობლივ წერილშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უნდა განაახლონ ძალისხმევა და გააძლიერონ სამხედრო მხარდაჭერა.

,,ევროპას სჭირდება კოლექტიური ძალისხმევა უკრაინის გრძელვადიან პერსპექტივაში შეიარაღებისთვის, რადგან შეიარაღებული ძალები აგრძელებენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სრულმასშტაბიანი შეჭრის მოგერიებას. ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უნდა განაახლონ ძალისხმევა და გააძლიერონ სამხედრო მხარდაჭერა და უნდა გაგრძელდეს კოლექტიური ძალისხმევა“, – აცხადებენ ევროპელი ლიდერები ერთობლივ მიმართვაში.

მსგავსი თემები