უკრაინა გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ევროკავშირი და ჩვენ შესაბამისად უნდა ვუპასუხოთ მათ – ლეიენი

,,უკრაინა გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ევროკავშირი და ჩვენი ფასეულობები და ჩვენ შესაბამისად უნდა ვუპასუხოთ მათ,”- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულ ფონ დერ ლეიენმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა სწევს დიდ ძალისხმევას, რათა განახორციელოს ის რეფორმები, რომლებიც გზას გაუკვალავს  ევროკავშირისკენ.

,,უკრაინა სწევს დიდ ძალისხმევას, რათა განახორციელოს ის რეფორმები, რომლებიც გზას გაუკვალავს ჩვენი კავშირისკენ. გასულ თვეს ჩვენს მიერ გაკეთებულ მოხსენებაში იდენტიფიცირებულია მკაფიო პროგრესი ყველა მიმართულებით. რეფორმების 90% გატარებული იყო უკვე მოხსენების გამოქვეყნების მომენტში და კიდევ ოთხი პუნქტი დარჩა, რათა ყველაფერი სრულად შესრულდეს. უკრაინა განაგრძობს ყველა მათგანზე მუშაობას.  რადამ ცოტა ხნის წინ მიიღო ორი ანტიკორუფციული კანონი, ასევე კანონი ეროვნულ უმცირესობებზე და ამას მოჰყვა პოზიტიური გამოხმაურებები თავად ეროვნული უმცირესობებისგან და ჩვენი შეფასებაც პოზიტიურია. უკრაინის პარლამენტში ასევე შევიდა ახალი კანონი ოლიგარქების გავლენის შემცირების შესახებ. უკრაინა ამ ყველაფრით გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ევროკავშირი და ჩვენი ფასეულობები და ჩვენ შესაბამისად უნდა ვუპასუხოთ მათ,”- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი თემები