ისრაელის არმია ღაზის სექტორში 10 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ იტყობინება

ისრაელის არმია ღაზის სექტორში 10 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარდაცვლილთაგან ერთი ბატალიონის მეთაურია.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასთან“ ბრძოლის დროს გოლანის ბრიგადის მე-13 ბატალიონის ხელმძღვანელი, ასევე  ერთი პოლკოვნიკი, ორი ასეულის და ერთი ოცეულის მეთაური დაიღუპნენ.

ომის დაწყების შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებში მსხვერპლის რიცხვმა 115-ს მიაღწია.

 

მსგავსი თემები