ევროკავშირის სამიტი მარტივი არ იქნება, კმაყოფილები ვართ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების 99% მხარს უჭერს უკრაინას – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  ევროკავშირის სამიტი მარტივი არ იქნება. მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების 99 პროცენტი სრულად უჭერს მხარს უკრაინას და ისინი მზად არიან, უკრაინის ევროკავშირის მომავალი წევრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყონ.

„ეს არ იქნება მარტივი შეხვედრა, ეს არ იქნება მარტივი სამიტი. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების 99 პროცენტი სრულად უჭერს მხარს უკრაინას და ისინი მზად არიან, უკრაინის ევროკავშირის მომავალი წევრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყონ. ეს საკითხი არის ბლოკირებული უნგრეთის მიერ, ეს ფაქტია. ჩვენი მხრიდან, ჩვენ ვიყავით ძალიან კონსტრუქციულები, აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ, შევასრულეთ ევროკომისიის, პარტნიორების ყველა რეკომენდაცია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები