,,ნებისმიერი უკუსვლა და ერთი ნაბიჯი უკან, არის ერთი ნაბიჯი წინ რუსეთისთვის” – პრეზიდენტი

,,ნებისმიერი უკუსვლა და ერთი ნაბიჯი უკან, არის ერთი ნაბიჯი წინ რუსეთისთვის”. ამის შესახებ ათონელის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიღების დროს განაცხადა.

,,იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება ასევე პოზიტიური არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მოლოდოვისა და უკრაინისთვის. რადგან, ნებისმიერი უკუსვლა, ნებისმიერი ერთი ნაბიჯი უკან, არის ერთი ნაბიჯი წინ რუსეთისთვის და ეს არის ის გზავნილი, რაც მე მინდა დღეს გავიდეს ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან. რამეთუ, ამ დღეებში მათი გადაწყვეტილებები უკრაინის ომის მიმართ, იქნება ძალიან სერიოზული გზავნილი. ჩვენ არცერთს არ გვაქვს უფლება, რომ რამე დავუთმოთ რუსეთს”, – ამბობს ზურაბიშვილი.

მსგავსი თემები