,,2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაბალანსებული ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებული ბიუჯეტია” – პაატა კვიჟინაძე

„2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაბალანსებული, ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებული ბიუჯეტია, სადაც ყველა მაკრო პარამეტრი ნორმაშია და ითვალისწინებს ჩვენი საზოგადოების საჭიროებებს”. ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ სესიაზე განაცხადა, სადაც 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია განიხილეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ ბიუჯეტის პროექტზე პარლამენტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე ისაუბრა. პაატა კვიჟინაძის განცხადებით, გაცემული რეკომენდაციებიდან გადამწყვეტი უმრავლესობა გათვალისწინებულია. მისი თქმით, ბიუჯეტის მესამე სააბოლო ვარიანტით ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები გაიზარდა და ხარჯვითმა ნაწილმა 28.7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის თავდაპირველ გეგმაზე 3.7 მლრდ ლარზე მეტია.

„არ დარჩენილა არცერთი სამინისტრო თუ უწყება, რომელსაც დაფინანსება არ გაზრდია. იზრდება, ხელფასები, პენსიები და სხვადასხვა სოციალური გადასახდელები. გამოყოფილია თანხები ყველა მიმართულებით-სოციალური, განათლების, თავდაცვის, უშიშროების და ეკონომიკური განვითარებისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი კომიტეტისთვის ყველა ეკონომიკური პარამეტრი ნორმაშია, აკმაყოფილებს ევროპულ და ქართულ კანონმდებლობას და კიდევ უფრო კომფორტული და კარგია, ვიდრე კანონი ითხოვს”, – განცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მსგავსი თემები