ქალბატონო პრეზიდენტო, სადაც არ უნდა გათხაროთ, თქვენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებთ – ირაკლი ზარქუა

ქალბატონო პრეზიდენტო, სადაც არ უნდა იყოთ, როგორც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა გათხაროთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თქვენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებთ,”- ასე ეხმაურება ”ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუს.

,,აქამდე სად არის? სად იყო? არის ამ, ვინც გვყავს ხელმოცარულები და ვინც არიან აქცენტირებულნი რევოლუციურ სცენარებზე, ანტიევროპულ პოლიტიკაზე. მისი განცხადებები, მისი მოქმედება, დესტრუქცია, თანხმობა არ აქვს, კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტია. დიდი ხანია ის არის ოპოზიციაში. პროცენტს ვერ გადალახავენ, 5%-იანს. ქალბატონო პრეზიდენტო, სადაც არ უნდა იყოთ, როგორც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა გათხაროთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თქვენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებთ. მისი [სალომე ზურაბიშვილის] რეიტინგი არ გაიშვას,”- განაცხადა ზარქუამ.

,,თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მე განვიხილავ ყველაფერს”- სალომე ზურაბიშვილი

მსგავსი თემები