პოლონეთის სეიმმა მინისტრთა საბჭოს შემადგენლობას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობს, ნდობა გამოუცხადა.
მთავრობის შემადგენლობას მხარი 248-მა პოლონელმა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 201 დეპუტატი იყო.
მედიის ინფორმაციით, მთავრობის წევრები 13 დეკემბერს პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას წინაშე ფიცს დადებენ.