,,გადაწყვეტილების მიღების დროა, მობრძანდით კომპრომისის სულისკვეთებით, ჩვენ უნდა შევასრულოთ ვალდებულებები უკრაინის მიმართ”- მიშელი

გადაწყვეტილებების მიღების დროა, მოგიწოდებთ ყველას, მოდით სამიტზე კომპრომისის სულისკვეთებით, კოლექტიური პასუხისმგებლობის გრძნობით, წინ დააყენეთ ევროკავშირის ინტერესები და ღირებულებები, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წერილშია ნათქვამი, რომელსაც ის  ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს, სამიტზე მისაწვევად უგზავნის.

მისი თქმით, ევროკავშირი უნდა შეთანხმდეს უკრაინასთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე და მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები წევრობის სხვა პრეტენდენტებისთვის.

​„2022 წლის 21 თებერვალი ევროპის ისტორიაში გარდამტეხი მომენტი იყო. ჩვენს კონტინენტზე ომის დაწყების შემდეგ ჩვენ მივიღეთ რამდენიმე უპრეცედენტო გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად და, პარალელურად, ევროპის სუვერენიტეტის გასაძლიერებლად. 19 თვის შემდეგ ჩვენ კვლავ ვდგავართ თამამი გადაწყვეტილებების მიღების საჭიროების წინაშე. ეს საჭიროებს ჩვენს კოლექტიურ სიძლიერეს და სიმტკიცეს, ასევე სწორი არჩევანის გაკეთების გამბედაობას. ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები უკრაინის წინაშე, გავაგრძელოთ სანდო და ძლიერ პარტნიორად ყოფნა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მდგრადი პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა და, კერძოდ, შევათანხმოთ 50 მილიარდი ევროს გამოყოფა მისი გრძელვადიანი სტაბილურობისთვის. ჩვენ ასევე უნდა შევთანხმდეთ უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყებაზე და ამით გავგზავნოთ აუცილებელი სიგნალი, რომ დავაახლოოთ ის უფრო მეტად ევროპულ ოჯახთან. ჩვენ ასევე უნდა მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები წევრობის სხვა პრეტენდენტებისთვის. ამავე დროს, ვიმუშაოთ, რათა ჩვენი კავშირი იყოს მზად მომავლისთვის და ახალი წევრების მისაღებად“, – ნათქვამია წერილში.

 

მსგავსი თემები