ნიდერლანდებში ტერორისტული საფრთხე უმაღლეს დონემდე გაზარდეს

ნიდერლანდებში ტერორისტული საფრთხე უმაღლეს დონემდე გაიზარდა. ნიდერლანდების კონტრტერორისტულ სამმართველოში აცხადებენ, რომ ტერაქტის საფრთხე „არსებითია“.

ტერორისტული საფრთხის გაზრდის მიზეზად მეზობელ ევროპულ ქვეყნებში ბოლო პერიოდში მოწყობილი ტერაქტების და ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაკავება სახელდება.

უწყებაში აცხადებენ, ტერორისტული საფრთხის გაზრდის შემდეგ პოლიციას, მუნიციპალიტეტებს და სამინისტროებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ერთობლივი ზომები საფრთხის გასანეიტრალებლად.

 

მსგავსი თემები