ორბანის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყება უკრაინასთან საშინელი შეცდომა იქნება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყება უკრაინასთან საშინელი შეცდომა იქნება, რომელიც უნგრეთმა თავიდან უნდა აიცილოს.

მისი თქმით,  უნგრეთი კვლავ იმ პოზიციაზეა, რომ ევროკავშირმა არ უნდა დაიწყოს უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებები და ამის ნაცვლად სტრატეგიული პარტნიორობისკენ უნდა ისწრაფოდეს

„ევროკავშირი ემზადება საშინელი შეცდომის დასაშვებად და ჩვენ უნდა აღვკვეთოთ ეს, თუნდაც 26 წევრს სურდეს ამ შეცდომის დაშვება. თუ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა, გეოპოლიტიკური სიგნალი გვინდა, ეს უნდა გავაკეთოთ, თუმცა არა წევრობა“, – განაცხადა ორბანმა.

მსგავსი თემები