,,პოზიტიური შედეგების მისაღებად დღე და ღამე ვმუშაობ” – შარლ მიშელი

,,პოზიტიური შედეგების მისაღებად დღე და ღამე ვმუშაობ”. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ საუბრობს. ისინი ერთმანეთს ევროკავშირ-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ, რომელიც დღეს მიმდინარეობს.

,,დიახ, მე შევხვდი ორბანს დღეს და თქვენ იცით, რომ პოზიტიური შედეგების მისაღებად დღე და ღამე ვმუშაობ. დღის წესრიგის საკითხები ევროკავშირის პოლიტიკური პროექტის მომავლისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამიტომ, აუცილებელია ერთიანობის შენარჩუნება, ყველა მგრძობიარე საკითხისა და წუხილის გათვალისწინება, მაგრამ, ამასთან, უნდა ვიყოთ ერთიანები და გამოვხატოთ მხარდაჭერა უკრაინისადმი, გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები გაფართოების სფეროში.” – განაცხადა შარლ მიშელმა.

მსგავსი თემები