თუ არ იქნება დადებითი გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს რომ ამ საკითხს ვეტო პუტინმა დაადო – ზელენსკი

თუ ევროკავშირი არ დაამტკიცებს გადაწყვეტილებას უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე უნგრეთის ბლოკადის გამო, ეს ნიშნავს, რომ  ამ გადაწყვეტილებას ვეტო პუტინმა დაადო – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ ევროკომისიის, პარტნიორების ყველა რეკომენდაცია შეასრულა.

,,უნგრეთის მხრიდან ადგილი აქვს საკითხის ბლოკირებას. ეს ფაქტია. ჩვენ, ჩვენის მხრივ, აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ. შევასრულეთ ევროკომისიის, პარტნიორების ყველა რეკომენდაცია, რომ არ მივცეთ რომელიმე ქვეყანას საშუალება, დაბლოკოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება. რუსეთმა ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო, ვერ მოახერხეს ვერცერთი სოფლის ოკუპირება. აღარაფერს ვამბობ ქალაქებზე, რის გამოც დაიწყო თანამშრომლობა და ზეწოლა სხვა ქვეყნებზე. ამიტომ, თუკი ახლა არ იქნება დადებითი გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს რომ ამ გადაწყვეტილებას ვეტო პუტინმა დაადო,” განაცხადა  ზელენსკიმ.

მსგავსი თემები