სარაკეტო თავდახმა კიევზე – დაშავებულთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა

კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად 53 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები და მოზარდები. 2 ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი, 6-ს დახმარება ადგილზე გაეწია. ,,ღამის თავდასხმის შედეგად სულ დაშავდა 53 ადამიანი, მათგან 20, მათ შორის ორი ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა 33 დაშავებულს ადგილზე გაუწიეს დახმარება”, – აცხადებს კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო.

მეტი...

მოგზაურობა ჩინეთში – ვიდეოკოლაჟი

ჩინეთი –  სხვა პლანეტა, სხვა სამყარო, აღმოჩენა. ეს არის თანამედროვე, განვითარებული, ციფრული, კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ ტექნოლოგიური ჰაბი. ეს არის აღმოჩენების ქვეყანა, სადაც შესაძლებლობები ამოუწურავია. ეს 20 წუთიანი ვიდეოკოლაჟი მინიმალურია იმასთან შედარებით, რაც ჩინეთში ვნახე. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ასეთი განვითარებული და მაღალი დონის პროვინციები არც კი წარმომედგინა. ვიდეოკოლაჟი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ეკა გულუა  

მეტი...

ბაიდენის განცხადებით, ღაზის დაბომბვის გამო ისრაელი გლობალურ მხარდაჭერას დაკარგავს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელი ღაზის დაბომბვის გამო გლობალურ მხარდაჭერას დაკარგავს. „ისრაელის უსაფრთხოება შეიძლება, დაეყრდნოს შეერთებულ შტატებს, მაგრამ ახლა მას უფრო მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე მხოლოდ შეერთებული შტატები. ჰყავს ევროკავშირი, ჰყავს ევროპა, ჰყავს მსოფლიოს უმეტესი ნაწილი, მაგრამ ისინი იწყებენ ამ მხარდაჭერის დაკარგვას ღაზის დაბომბვებით“, – განაცხადა ბაიდენმა.

მეტი...

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ხონის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ კინჩხას მიმდებარე ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევებმა სახელმწიფო ტყეში 5 კუბური მეტრი წიფლის სახეობის ხე-ტყე უკანონოდ მოიპოვეს. სატვირთო ავტომობილი დალუქულია და გადაყვანილია ხონის საქმიან ეზოში. ბრაკონიერების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოში გადაიგზავნება.  

მეტი...

ნინი ბრეგვაძე ამერიკულ “ვოისს” გამოეთიშა

ქართველი მომღერალი, ნინი ბრეგვაძე ამერიკულ “ვოისს” გამოეთიშა. ნინი ბრეგვაძემ პროექტის ფინალში გადასასვლელად საკმარისი ხმები ვერ მიიღო. “მადლობა Voice-ს ამ შესანიშნავი გამოცდილებისთვის. მადლობა ნაილს საუკეთესო მწვრთნელობისთვის და მეგობრობისთვის. მადლობა ყველას სიყვარულისთვის. ჩემი კარიერა ახლა იწყება”,- წერს ნინი ბრეგვაძე სოციალურ ქსელში.

მეტი...

ფეხბურთის მოედანს მეხი დაეცა – არის მსხვერპლი

ბრაზილიაში,სამოყვარულო ფეხბურთის მატჩის დროს, სანტო ანტონიო და პლატინაში,  მოედანს მეხი დაეცა. 21 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს კაიო ჰენრიკეს მეხე დაეცა, დაშავდა კიდევ ექვსი ფეხბურთელი. შემთხვევის დროს, სტადიონზე სასწრაფო დახმარების მანქანები არ იყო და ფეხბურთელები საავადმყოფოში კერძო მანქანებით გადაიყვანეს. სხვა ფეხბურთელებთან ერთად საავადმყოფოში გადაყვანილი კაიო ენრიკე მალევე გარდაიცვალა. როგორც სანტო ანტონიო და პლატინას მუნიციპალურმა სპორტულმა დირექტორმა, მარკოს ნოველი ფერეირამ განმარტა, ძლიერი წვიმის მიუხედავად, თამაში მაინც გაგრძელდა. „ჩვენ ვნახეთ, რომ იქვე რამდენიმე მოთამაშე იყო, მაგრამ ელვამ მხოლოდ ერთს დაარტყა. ყველა დაეცა, ზოგი ადგა, ზოგიც დაშავდა“.  

მეტი...

მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპას კიდევ უფრო დავაკავშიროთ – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან 15 დეკემბერს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის სავარაუდოდ მინიჭების თაობაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნებაა“ ერთადერთი ძალა, ვინც ამ მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს დგამდა. „ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა მართლაც მნიშვნელოვანია, ის რეფორმები, რაც განხორციელდა, ჩვენს პარტნიორებთან ერთად გადადგმული ნაბიჯები. ამ ყველაფერში ოპოზიცია არ მონაწილეობდა, ისინი მხოლოდ ხელს გვიშლიდნენ, მაქსიმალური მცდელობა ჰქონდათ, ბრიუსელში სირბილის ჩათვლით, რომ ქვეყანას აღნიშნული სტატუსი არ მიეღო, თუმცა, ყველამ დაინახა, რომ ერთადერთი ძალა „ქართული ოცნებაა“ ვინც ახორციელებდა რეფორმებს. ასე გაგრძელდება მომავალშიც, რადგან ეს არ არის დღეს რაღაც გააკეთო და გაჩერდე. ეს პროცესია, რასაც სჭირდება მომევნო…

მეტი...

საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი – ოლივერ ვარჰეი

,,ჩემი მესიჯი საქართველოს ხალხისა და საქართველოს მთავრობისადმი არის – გააგრძელეთ მუშაობა, ეს წარმატების საუკეთესო რეცეპტია”,- ამის შესახებ ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ,,ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნებილის ლიდერებმა უნდა მიიღონ. ვფიქრობ, რომ ჩვენი წინადადებები ძალიან ნათელია. საქართველომ გრძელი გზა გამოიარა. საქართველომ და საქართველოს მთავრობამ რეფორმები შეასრულა, ასე რომ მათ კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოთ. გააკეთებს თუ არა ამასე ევროპული საბჭო, ვნახავთ. ჩემი მესიჯი საქართველოს ხალხისა და საქართველოს მთავრობისადმი არის – გააგრძელეთ მუშაობა, ეს წარმატების საუკეთესო რეცეპტია”.

მეტი...

უკრაინამ ყველა რეკომენდაცია შეასრულა, რათა დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ყველა რეკომენდაცია შეასრულა, რათა დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის წყალობით ახლა ევროპის სხვა ქვეყნები უსაფრთხოდ არიან და დაცული რუსული აგრესიისგან. „უკრაინამ შეასრულა ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია, რაც დაკავშირებულია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან და ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ევროპელ ლიდერებთან ჩვენი ერთობლივი ნაბიჯების, სანქციების და პოლიტიკური ძალისხმევის შესახებ რუსეთზე ზეწოლის მიზნით. ამერიკის ხელმძღვანელობა გადამწყვეტია ამ ერთიანობის შენარჩუნებაში”, – განაცხადა ზელენსკიმ.    

მეტი...

სარაკეტო თავდასხმა კიევზე –  დაშავდა 23 ადამიანი

სარაკეტო თავდასხმა კიევზე –  დაშავდა 23  ადამიანი. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაზიანებულია ბავშვთა საავადმყოფო და საცხოვრებელი კორპუსი. „11 დაშავებული ჰოსპიტალიზებულია დედაქალაქის საავადმყოფოში, 12-ს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს“, – განაცხადა კლიჩკომ. მედიის ცნობით, ქალაქის საჰაერო თავდაცვა ამ კვირაში მეორედ გააქტიურდა.

მეტი...