სლოვაკეთი მხარს დაუჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა კიევი არ არის მზად ამ პროცესისთვის – ფიცო

სლოვაკეთი მხარს დაუჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა კიევი არ არის მზად ამ პროცესის დასაწყებად, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.

მან უკრაინას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფო უწოდა.

მისი თქმით, ევროკავშირი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.

 

მსგავსი თემები