„პირად შეურაცხყოფებს თავი დაანებეთ, ძალიან ცუდად დამთავრდება ეს”- დაპირისპირება პარლამენტში

 სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე – ერთმანეთს იაგო ხვიჩია და თენგიზ შარმანაშვილი დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების შემდეგ იაგო ხვიჩიას დარბაზის დატოვება მოუწია.

თენგიზ შარმანაშვილ სხდომის წამყვანს რეგლამენტის დაცვა მოსთხოვა. მისი თქმით, მესამე მოსმენის საკითხების განხილვისას არ იყო მიზანშეწონილი იმ კითხვების დასმა, რასაც „გირჩის“ წარმომადგენელი მომხსენებელს უსვამდა.

„პირად შეურაცხყოფებს თავი დაანებეთ, ძალიან ცუდად დამთავრდება ეს. ეს კაცი არის გადასული პირად შეურაცხყოფებზე, სამარცხვინოდ იქცევა და ამოვიდა ყელში უკვე. თუ არ შეწყდება რეგლამენტის დარღვევა, მე ავდგები და დავტოვებ ამ სხდომას, ახლავე დავტოვებ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა

შარმანაშვილის საპასუხოდ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა:

„რამე თუ არის უხერხული სტუმრებთან, რომლებიც ახლა კომიტეტს ესწრებიან, ბატონი თენგიზის განცხადებაა, რომელიც ამ პარლამენტში დაბერდა და მაინც ჭკუა ვერ ისწავლა, როგორ უნდა მოიქცეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ თენგიზ შარმანაშვილის მოთხოვნის შემდეგ.

მსგავსი თემები