კახეთში 16 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა გაასაღა – დაკავებულია ერთი პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კახეთის რეგიონში, გაასაღა 16 ცალი ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, რომელიც შემდგომ ამოღებულ იქნა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით. ,,აქტიურად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დადგენა – მხილების მიზნით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

ოთარ შამუგია საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა

შეხვედრა საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული და მასში მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის უკვე წლებია ეფექტიანი კომუნიკაცია და თანამშრომლობა არსებობს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. „ჩვენ ახლა ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ. ევროკავშირის სტატუსი ერთიანი მონაპოვარი იქნება, რომლის შემდეგ, კიდევ არაერთი რეფორმის განხორციელება და ახალი რეგულაციის დანერგვა მოგვიწევს. ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეთანხმებული უნდა იყოს თქვენთან, ბიზნესწრეებთან,  რაც სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მნიშვნელოვანი კომპონენტია”,- განაცხადა ოთარ შამუგიამ. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. სამინისტროს წარმომადგენლებმა სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ასოციაციის წევრები…

მეტი...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს წარმატებას ვუსურვებთ – ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, როცა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება აზერბაიჯანს ეყოლება “კიდევ ერთი ახლო მეგობარი” ევროკავშირში, რომელიც დაიცავს. მან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წარმატება უსურვა. ,,ჩემი რეგულარული ვიზიტები საქართველოში და საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგულარული ვიზიტები აზერბაიჯანში არა მხოლოდ თანამშრომლობის ნიშნებია, არამედ ამ ვიზიტების დროს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. რაც შეეხება საქართველოს მისწრაფებას გახდეს ევროკავშირის წევრი, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ეს და ვუსურვოთ საქართველოს წარმატება და მივულოცოთ ჩვენს ქართველ მეგობრებს ეს ახალი განვითარებები და სტატუსი [რეკომენდაცია სტატუსის მიღებაზე] რომელიც მათ მიიღეს”, – განაცხადა ალიევმა.

მეტი...

სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ფინანსური დანაშაულისთვის წარსულში ნასამართლევმა პირმა, ოფიციალური შემოსავლის წყაროს არარსებობის პირობებში, მის ხელთ არსებული დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, 2020-2021 წლებში შეიძინა სამი ძვირადღირებული უძრავი ქონება, რა გზითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია მოახდინა. სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულს…

მეტი...

ზვავსაშიშროების გამო, კორშა-შატილის გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო ზგების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (სოფ. კორშა-შატილი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა საავტომობილო გზის კმ1-კმ53 (ჟინვალი-სოფ. კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 10 დეკემბრამდე – მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 10 დეკემბერამდე საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს: 10 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში 7 დეკემბრის დილამდე ძლიერი თოვა, ზვავსაშიშროება, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში მცირე ნალექი სითბოს ფონზეა მოსალოდნელი, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შედარებით ცივი ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში 10 დეკემბრამდე პერიოდულად წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): სითბოს ფონზე მცირე წვიმაა შესაძლებელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში…

მეტი...

აშშ-ის სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტი დაბლოკა

აშშ-ის სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტი დაბლოკა. რესპუბლიკელმა სენატორებმა დაბლოკეს 110 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი. კანონპროექტის განხილვის დასაწყებად მან უნდა მიიღოს მინიმუმ 60 ხმა 100-დან, მას მხარი 49 სენატორმა დაუჭირა. დოკუმენტი ითვალისწინებდა 106 მილიარდი დოლარის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას, აქედან ყველაზე მეტი – 61 მილიარდი უკრაინისთვის იყო განკუთვნილი, 14.3 მილიარდი ისრაელისთვის, კიდევ 2 მილიარდი ტაივანისა და ინდო-წყნაი ოკეანის უსაფრთხოებისთვის, 9 მილიარდ დოლარზე ოდნავ მეტი ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

მეტი...

სროლა ნევადას უნივერსიტეტში – დაიღუპა სამი ადამიანი

ლას ვეგასში, ნევადას უნივერსიტეტში სროლის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა.  ერთი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. თავდამსხმელმა ცეცხლი უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე, ადგილობრივი დროით 11:45 საათზე გახსნა. თავდამსხმელის ლიკვიდირება პოლიციამ ადგილზე შეძლო. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი  67 წლის კოლეჯის პროფესორია, თუმცა რა კავშირი აქვს ნევადას უნივერსიტეტთანუცნობია. თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

პუტინი უკრაინას თუ დაიპყრობს, ის იქ არ შეჩერდება, თავს დაესხმება ნატო-ს წევრებს – ჯო ბაიდენი

რუსეთის უკრაინაზე გამარჯვება მოსკოვს ნატო-ს წევრებზე თავდასხმის მდგომარეობაში დატოვებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. „თუ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, ის იქ არ შეჩერდება. პუტინი თავს დაესხმება ნატო-ს წევრებს და შემდეგ ჩვენ გვეყოლება ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც რუს ჯარისკაცებთან იბრძვიან. ჩვენ არ შეგვიძლია, პუტინს გამარჯვების საშუალება მივცეთ“, – განაცხადა ბაიდენმა.  

მეტი...

სპორტს ყველაზე მეტად სჭირდება დისციპლინა და თავისუფლება, ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ, შეიძლება, ამ კუთხით ცოტა ვკოჭლობდეთ, მაგრამ არა უშავს – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდა სპორტსმენებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას – „ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.  პრეზიდენტმა სპორტსმენებს მიმართა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ,,სპორტი ის სფეროა, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ორი რამ: ერთია დისციპლინა და ეს დისციპლინა რომ არ გქონდეთ, არ იქნებოდით წარმატებულნი, და მეორე – თავისუფლება. ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ, შეიძლება, ამ კუთხით ცოტა ვკოჭლობდეთ, მაგრამ არა უშავს. თავისუფლება არის ის, რაც ყოველდღიურად მოიპოვება, რაც ყველაზე მეტად ჩვენზეა დამოკიდებული. საზოგადოება, ამ შემთხვევაში, ყოველდღიურად აშენებს თავის მომავალს და საკუთარ თავისუფლებას, ამიტომ მე მინდა, რომ გისურვოთ ყველას…

მეტი...

აშშ-მა უკრაინას 175 მილიონი დოლარის ოდენობის ახალი სამხედრო დახმარება გამოუყო

აშშ-მ უკრაინას 175 მილიონი დოლარის ოდენობის ახალი სამხედრო დახმარება გამოუყოალი სამხედრო დახმარება გამოუყო. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის  სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებს. დახმარების პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის საჭირო საბრძოლო მასალას და ა.შ. „თუ კონგრესი არ მიიღებს ეროვნული უსაფრთხოებისთვის დამატებითი დაფინანსების მოთხოვნას, ეს იქნება უსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთი ბოლო პაკეტი, რომელიც ჩვენ შეგვეძლება, მივაწოდოთ უკრაინას“, – ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.

მეტი...