გონჩარენკო ისე მსჯელობს, მგონი, მალე დაუბრუნდება გეორგიევსკის ლენტს, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ ეკეთა – მამუკა მდინარაძე

გონჩარენკო ისე მსჯელობს, მგონი, მალე დაუბრუნდება თავის გეორგიევსკის ლენტს, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ ეკეთა, – ასე ეხმიანება  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ უკრაინის რადას დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს განცხადებას.

მისი თქმით, გონჩარენკო „სულ რაღაც თვეების წინ ქართული „ნაცური“ მედიის უსაყვარლესი რესპონდენტი იყო და დღესაც არ უჭირთ მისი მესიჯების გახმოვანება“.

„ამავდროულად, ეს ადამიანი ძალიან მტრული მესიჯებით გამოდიოდა საქართველოსთან მიმართებით და თურმე, მართლები ვყოფილვართ მასთანაც და ბევრ სხვასთანაც, რომლებიც გუშინ გეორგიევსკის ლენტებით დარბოდნენ, დღეს გახდნენ უკრაინის პატრიოტები და ისევ უბრუნდებიან იმ ნარატივს. მთლად არა, მაგრამ მგონი, მალე მივა იქამდე, რა ნარატივიც ჰქონდათ 7-8 წლის წინ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები