რუსეთში 19 540-ზე მეტი უკრაინელი ბავშვია უკანონოდ დეპორტირებული – ლუბინეცი

ოფიციალურად დადასტურებული მონაცემებით უკრაინიდან რუსეთში უკანონოდ 19 540-ზე მეტი უკრაინელი ბავშვია დეპორტირებული. ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი, დმიტრო ლუბინეცი ავრცელებს.

„არსებობს 19 540-ზე მეტი ოფიციალურად დადასტურებული დეპორტირებული უკრაინელი ბავშვი. თუ ყოველდღე ერთ ბავშვს დავაბრუნებთ, მაშინ 55 წელი დაგვჭირდება“, – თქვა ლუბინეცმა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონფერენციაზე „თავისუფლება თუ შიში“.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება აგრძელებს ახალი საშუალებების ძიებას უკრაინელი ბავშვების სახლში დასაბრუნებლად.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ 8-დან 18 წლამდე ასაკის კიდევ რვა ბავშვი – ოთხი გოგონა და ოთხი ბიჭი სამშობლოში დააბრუნა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა შუამავლობისთვის მადლობა გადაუხადა კატარს და UNICEF-ს.

მსგავსი თემები