სეიშელის კუნძულებზე ოთხი კონტეინერი ასაფეთქებელი ნივთიერება აფეთქდა – არის მსხვერპლი

სეიშელის კუნძულებზე აფეთქება სამშენებლო კომპანიაში მოხდა, სადაც ოთხ კონტეინერ ასაფეთქებელ ნივთიერებას ცეცხლი გაუჩნდა. კუნძულზე საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული. პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა, გადაუდებელი შემთხვევის გარდა სახლიდან არ გამოვიდნენ.

არსებული ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა, მათი საცხოვრებელი სახლების დანგრევის შედეგად.

აფეთქებამ დააზიანა კომერციული შენობები, მიმდებარე საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა საერთაშორისო აეროპორტიც.

,,სეიშელის საერთაშორისო აეროპორტი ჯერ კიდევ ფუნქციონირებს და კუნძულებს შორის საბორნე მომსახურება მუშაობს ვიზიტორებისთვის”, – ნათქვამია ქვეყნის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნდა.

ამჟამად, კუნძულზე დაკეტილია სკოლები და საავადმყოფოები, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა.

მსგავსი თემები