მოვუწოდებ უშიშროების საბჭოს, დაგვეხმაროს ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილებაში – გუტერეში

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გაერო-ს წესდების 99-ე მუხლი გამოიყენა. გუტერეში უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, იმოქმედოს ღაზის სექტორში მიმდინარე ომზე.

„გენერალური მდივნის თანამდებობაზე ჩემი ყოფნის პერიოდში პირველად, მე გაერო-ს წესდების 99-ე მუხლი გამოვიყენე. ღაზაში ჰუმანიტარული კოლაფსის რისკის ფონზე, მე მოვუწოდებ საბჭოს, დაგვეხმაროს ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილებაში და მხარეებს მოუწოდოს ცეცხლის შეწყვეტისკენ“, – წერს გუტერეში.

გაერო-ს წესდების 99-ე მუხლის გათვალისწინებით, გენერალურ მდივანს აქვს უფლება, უშიშროების საბჭოს ყურადღების ცენტრში მოაქციოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც, მისი აზრით, შესაძლოა, საფრთხეს უქმნიდეს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

მსგავსი თემები