რუსეთში, მე-8 კლასელმა გოგომ გიმნაზიაში ცეცხლი გახსნა

რუსეთში, ბრიანსკში, გიმნაზიაში მერვე კლასელმა გოგომ ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა.  დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა ოთხი.

ქალაქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის სავარაუდოდ არის თავად თავდამსხმელიც.

,,დღეს 9:15 საათზე, ქალაქის სადისპეტჩერო სამსახურმა მიიღო ინფორმაცია ბეჟიცკის რაიონში, ნომერ მეხუთე გიმნაზიაში არსებული საგანგებო მდგომარეობის შესახებ. წინასწარი ინფორმაციით, სკოლაში მერვეკლასელმა გოგომ იარაღი შეიტანა და სროლა დაიწყო. ამ დროისთვის ცნობილია ორი დაღუპულისა და ოთხი დაშავებულის შესახებ. სავარაუდოდ, დაღუპულებს შორის არის თავდამსხმელიც”, – აცხადებს  ქალაქის ადმინისტრაცია. 

მსგავსი თემები