უკრაინამ რუსული აგრესიის მხარდამჭერებს ახალი სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა რუსული აგრესიის მხარდაჭერისთვის სანქციები დაუწესა 185 პირს. მათი უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა, ასევე არიან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები და უკრაინის მოქალაქეებიც. სანქციები დაწესდა უზბეკეთის ერთი და გერმანიის ერთი მოქალაქის მიმართ.

სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ულიანოვსკის საავტომობილო ქარხნის გენერალური დირექტორი ადილ შირინოვი, ლუგანსკის თვითმფრინავების სარემონტო ქარხნის დირექტორი ალექსანდრე ვარიჩი, შპს Aeroscan-ის დირექტორი ალექსანდრე სტოროჟენკო, თათრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე-ეკონომიკის მინისტრი მიდჰათ შაგიახმეტოვი.

ასევე, უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე ოლექსი კუნევიჩი; იმ კომპანიების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც მონაწილეობენ რუსული არმიის საჭიროებების დაკმაყოფილებაში.

სანქციები დაუწესდათ ჩეჩნეთის ლიდერთან, რამზან კადიროვთან დაახლოებულ პირებსაც.

სანქციები დაწესდა 181 იურიდიულ პირზეც. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას რუსული რეგისტრაცია აქვს, ზოგიერთი კი რეგისტრირებულია უზბეკეთში, ყაზახეთში, შვეიცარიაში, ლატვიაში, ჩინეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში, მოლდოვაში, ირანსა და ოკუპირებულ ყირიმში.

სანქციები გულისხმობს უკრაინაში აქტივების გაყინვას, სავაჭრო ოპერაციების სრულ შეჩერებას, უკრაინის საზღვრებიდან კაპიტალის გატანის პრევენციას, სავაჭრო ხელშეკრულებების შეწყვეტას.

მსგავსი თემები