ზელენსკის ორბანთან შეხვედრა სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით სატელეფონო საუბარი ჰქონდა უნგრეთის  საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან.

მისი თქმით, განიხილეს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრის შესაძლებლობა.

,,სატელეფონო საუბარი გვქონდა უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან.  განვიხილეთ ჩვენი ქვეყნის პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე. უახლოეს მომავალში უკრაინის რადა ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე კანონპროექტის მიღებას გეგმავს. ჩვენ სრულად შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს.

აღვნიშნე, რომ უკრაინა იმედოვნებს, რომ ევროსაბჭოს სხდომაზე, რომელიც 14-15 დეკემბერს გაიმართება, პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.

ასევე განვიხილეთ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის შეხვედრის შესაძლებლობა და შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ ასეთი შეხვედრისთვის მოსახერხებელი თარიღის განსაზღვრაზე”, – ნათქვამია ერმაკის განცხადებაში.

მსგავსი თემები