შვებულება არა, იციანო მითხრეს სტადიონთან მოდიო – მობილიზებაა ბათუმში, რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე წამოსასვლელად

ამ წუთებში მობილიზებაა ბათუმის სტადიონთან, სადაც სამარშრუტო მიკროავტობუსებით აჭარიდან თბილისში, ,,ქართული ოცნების” აქციაზე მომავალი ხალხი იკრიბება.

აქცია რუსული კანონის მხარდასაჭერად თბილისში, რუსთაველის გამზირზე საღამოს უნდა გაიმართოს. პარალელურად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს რუსულ კანონს.

ბათუმში შეკრებილები არიან საჯარო სამსახურში დასაქმებულები. ერთ-ერთი მოქალაქე მედიასთან ამბობს:

– საჯარო სამსახურში მუშაობთ?

– კი. ოცნების ქალაქში.

– რაზე მუშაობთ?

– ზედამხედველი ვარ.

– შვებულება დაწერეთ?

– შვებულება არა, იციანო მითხრეს სტადიონთან მოდიო.

– ფული მოგცეს?

– არა, ახლა უნდა მომცენ.

მსგავსი თემები