ქალმა ლეკვი ფანჯრიდან გადააგდო

კიევში ქალი ცხოველების მიმართ სისასტიკისთვის დააკავეს – მან ლეკვი მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადააგდო. ამის შესახებ კიევის პოლიციის კომუნიკაციების დეპარტამენტში განაცხადეს.

დანაშაულის შესახებ არხიპენკოს ქუჩის მცხოვრებლებმა ობოლონის პოლიციის სამმართველოს სამორიგეო განყოფილებას შეატყობინეს. გამოძახებაზე მისულმა პოლიციამ გაარკვია, რომ 29 წლის ხერსონის ოლქში მცხოვრებმა 2 თვის ძაღლი, რომელიც ცოტა ხნის წინ ადგილობრივ ბაზარში იყიდა, მე-7 სართულის ფანჯრიდან გადააგდო. ლეკვი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

მსგავსი თემები