ჩვენ არ დავთმობთ ჩვენი მიწის არცერთ ნაწილს, გადავტენით იარაღს და გავაგრძელებთ რუსული მონსტრის განადგურებას – დანილოვი

ჩვენ არ დავთმობთ ჩვენი მიწის არცერთ ნაწილს, გადავტენით იარაღს და გავაგრძელებთ რუსული მონსტრის განადგურებას, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი სოციალურ ქსელში წერს.

დანილოვი აშშ-ის სენატის მიერ უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტის დაბლოკვას ეხმიანება.  მისივე თქმით, ყოველი დღე არის მძიმე, მაგრამ უკრაინა საჭირო გაკვეთილზე იზრდება და ძლიერდება.

„სიმშვიდე და სიმტკიცე. არ აქვს მნიშვნელობა, ვის, სად და როგორ მისცეს ხმა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ჩვენ არ შევწყვეტთ ჩვენი ქვეყნის დაცვას, არ დავთმობთ ჩვენი მიწის არცერთ ნაწილს და არ ვაპატიებთ არავის დაღუპულებსა და დაშავებულებს. ჩვენ მოვახდენთ ფოკუსირებას, გამოვიტანთ დასკვნებს, გადავტენით იარაღს და გავაგრძელებთ რუსული მონსტრის განადგურებას“, – აცხადებს დანილოვი.

 

მსგავსი თემები