,,თუ ჰგონია, რომ სადაც უნდა გათხაროს, ყველგან შეუძლია გათხაროს, მაგრად შემცდარა”- ღუდუშაური პრეზიდენტზე

,,მას თუ ჰგონია, რომ სადაც უნდა გათხაროს, ყველგან შეუძლია გათხაროს, მაგრად შემცდარა ეს ადამიანი და მაგრად ცდება,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტისთვის არანაირი კანონმდებლობა არ არსებობს  და ამოვარდნილია ყველაფრისგან.

,,ახლა ცდილობენ, რომ რაღაც მარში მოაწყონ, რაღაც ხელმოწერების შეგროვებას აკეთებს ეს ე.წ პრეზიდენტი. საერთოდ, ამ ქალისთვის არანაირი კანონმდებლობა არ არსებობს და ის ამოვარდნილია ყველაფრისგან და მის სიტყვებს თუ დავესესხებით, მას როგორც უყვარს – მას თუ ჰგონია, რომ სადაც უნდა გათხაროს, ყველგან შეუძლია გათხაროს, მაგრად შემცდარა ეს ადამიანი და მაგრად ცდება,”- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მსგავსი თემები