რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა. არჩევნები რუსეთში 2024 წლის 17 მარტს გაიმართება.

„დანიშნეთ რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტისთვის. ეს დადგენილება ძალაში შედის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან“, – ნათქვამია დოკუმენტში.

სპიკერ ვალენტინა მატვიენკოს განცხადებით, თარიღის განსაზღვრასთან ერთად იწყება წინასაარჩევნო კამპანია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელა პამფილოვას განცხადებით, განიხილება სამდღიანი არჩევნების ჩატარების საკითხიც. ამ შემთხვევაში არჩევნები 15, 16 და 17 მარტს გაიმართება.

მსგავსი თემები