პუტინს თუ არ შევაჩერებთ, ის მეტისთვის დაბრუნდება და ამერიკის მტრები გაიხარებენ – ქემერონი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ ქემერონის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში არსებული კრიზისის მიუხედავად, ფოკუსი უკრაინაზე უნდა იყოს მიმართული.

მისი თქმით, უკრანაში ომი „ჩვენი თაობის ბრძოლაა“, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს კონტინენტის უსაფრთხოებას.

„ვიცით, რომ თუ პუტინს არ შევაჩერებთ, ის მეტისთვის დაბრუნდება და კულუარებში ამერიკის მტრები გაიხარებენ“, – განაცხადა დევიდ ქემერონი.

მსგავსი თემები