საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებულ სტატისტიკას აქვეყნებს

საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 1 დეკემბრამდე, 509 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 285 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. საანგარიშო პერიოდში,  კონკურენციის სააგენტომ – მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 123 საქმეზე – 83 შეთანხმება გააფორმა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურ რეჟიმში აკვირდება. ამ დროისთვის, 69 საქმეზე გაფორმებულ 45 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. აღნიშნულ  პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით,…

მეტი...

ერაყში აშშ-ის საჰაერო დარტყმის შედეგად ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების ხუთი მებრძოლია მოკლული

”როიტერი” ერაყის უსაფრთხოების ძალებიდან სამ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ერაყში აშშ-ის საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლულია ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების ხუთი მებრძოლი. მედიის ცნობით, აშშ-ის საჰაერო დარტყმა ქალაქ კირკუკთან მაშინ განხორციელდა, როდესაც ისინი ერაყში ამერიკულ ძალებზე თავდასხმისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობების გასაშვებად ემზადებოდნენ. აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ადატურებენ, რომ განხორციელდა თავდაცვითი დარტყმა გარდაუვალ საფრთხეზე.

მეტი...

თბილისში, მგზავრი ტაქსის მძღოლს დაუპირისპირდა და მანქანა დაუზიანა

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქუჩაზე მგზავრი ტაქსის მძღოლს დაუპირისპირდა და მანქანა დაუზიანა. ამის შესახებ ინფორმაციას ”ფორმულა” ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტაქსის მძღოლმა მგზავრს ძაღლთან ერთად მგზავრობაზე უარი უთხრა. ბრალდებული ადგილზევე  დააკავეს.

მეტი...

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრა წევრმა პარტია დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა, გიორგი კირთაძემ და მირდატ ქამადაძემ პარტია დატოვეს.  გიორგი კირთაძის განცხადებით, აღარ დარჩებიან იქ, სადაც გამარჯვების პერსპექტივა არ არსებობს. „იქ, სადაც გამარჯვების არანაირი პერსპექტივა არ არის, აღარ დავრჩებით. გვითხრეს, მანიფესტის ხელს თუ არ მოვაწერდით, პარტიაში ვერ დავრჩებოდით, ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ მანიფესტი მიმართული იყო პარტიის გახლეჩისკენ“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდმა დეპუტატმა დატოვა. „ერთიანობის ყველა შანსი ამოვწურეთ, პარტიას ვტოვებთ“, – განაცხადეს ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა.

მეტი...

„ვაშინგტონში დავესწრებით პოლიტიკური პარტიების  ყველაზე დიდ ფორუმს მსოფლიოში”- ლევან ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის საერთაშორისო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ხაბეიშვილი და ჭიაბერაშვილი 4-7 დეკემბერს ვაშინგტონში პოლიტიკური პარტიების ყველაზე დიდ ფორუმს, IDU-ს ფორუმს დაესწრებიან. „ვაშინგტონში დავესწრებით პოლიტიკური პარტიების  ყველაზე დიდ ფორუმს მსოფლიოში, IDU-ს ფორუმს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 80-მდე პოლიტიკური პარტია მონაწილეობს და  „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოდგენილი იქნება ამ ფორუმზე, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება 4-დან 7დეკემბრის ჩათვლით. დღის წესრიგი და მთავარი საკითხები ამ ფორუმზე იქნება უსაფრთხოება, ეკონომიკა, დემოკრატიის განვითარება მსოფლიოში და ავტოკრატიების დასრულება. ასევე, გვექნება ოფიციალური…

მეტი...

მარნეულში, ქორწილში მიხეილ სააკაშვილის ბანერი გამოფინეს

მარნეულში, ქორწილში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბანერი გამოფინეს. კადრები ქორწილიდან სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მეტი...

წყალდიდობა და მეწყერი ტანზანიაში – დაიღუპა 47 ადამიანი

ჩრდილოეთ ტანზანიაში წყალდიდობასა და მეწყერს სულ მცირე 47 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის შედეგად 85 ადამიანი დაშავდა. ძლიერი წვიმა ტანზანიის დედაქალაქ დოდომას ჩრდილოეთით 300 კილომეტრში, ქალაქ კატეშში შაბათს დაიწყო, რამაც წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.  

მეტი...

გააქტიურებული ვულკანის კრატერთან, 11 მოლაშქრის ცხედარი იპოვეს

ინდონეზიის აქტიური ვულკანის – მარაპის კრატერთან, 11 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ვულკანის ამოფრქვევის დროს, მთაზე სულ 75 მოლაშქრე იმყოფებოდა, თუმცა მათი უმეტესობის უსაფრთხოდ ევაკუაცია შეძლეს. 12 მათგანის სამძებრო სამუშაო ამ დრომდე გრძელდება.    

მეტი...

ავიაკატასტროფა პარაგვაიში – დაიღუპა 4 ადამიანი

პარაგვაიში მომხდარ ავიაკატასტროფას 4 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი აფრენის დროს ხეს შეეჯახა და ასუნსიონიდან 180 კილომეტრში ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა პარაგვაელი დეპუტატი უოლტერ ჰარმსი და  მისი გუნდის სამი წევრი.

მეტი...

პოლიციამ თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ნ.ვ. განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე,ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1985 წელს დაბადებულ, თ.ა.-ს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. ბრალდებულმა ნ.ვ.-მ დანით დაზიანება მიაყენა გამოძახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც. ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნ.ვ. ცხელ კვალზე დააკავეს. განზრახ…

მეტი...

ბოლო ერთ წელში, საქართველოში, Covid 19-ით 86 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო ერთ წელში, საქართველოში, Covid 19-ით 86 000-ზე მეტი პირი დაინფიცირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის მიერ NCDC-დან გამოთხოვილი ინფორმაციის ფარგლებში პასუხობს. “აღნიშნულთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ 2022 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში COVID-19 დადასტურებული შემთხვევები არის 86 728.გარდაცვალების აღრიცხვა პანდემიის დასრულებულად გამოცხადების შემდეგ მიმდინარეობს სტანდარტულ ფორმატში (არა ოპერატიულ რეჟიმში) და 2023 წლის გარდაცვალება სიკვდილის მიზეზების მიხედვით ხელმისაწვდომი იქნება მომდევნო წლის ივნისის თვიდან”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ავარიას სოფელ ციხისძირში 3 ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მცხეთა-მთიანეთის რაიონში. სოფელ ციხისძირში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.    

მეტი...