ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრა წევრმა პარტია დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა, გიორგი კირთაძემ და მირდატ ქამადაძემ პარტია დატოვეს.  გიორგი კირთაძის განცხადებით, აღარ დარჩებიან იქ, სადაც გამარჯვების პერსპექტივა არ არსებობს.

„იქ, სადაც გამარჯვების არანაირი პერსპექტივა არ არის, აღარ დავრჩებით. გვითხრეს, მანიფესტის ხელს თუ არ მოვაწერდით, პარტიაში ვერ დავრჩებოდით, ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ მანიფესტი მიმართული იყო პარტიის გახლეჩისკენ“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდმა დეპუტატმა დატოვა.

„ერთიანობის ყველა შანსი ამოვწურეთ, პარტიას ვტოვებთ“, – განაცხადეს ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა.

მსგავსი თემები