ერაყში აშშ-ის საჰაერო დარტყმის შედეგად ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების ხუთი მებრძოლია მოკლული

”როიტერი” ერაყის უსაფრთხოების ძალებიდან სამ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ერაყში აშშ-ის საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლულია ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების ხუთი მებრძოლი.

მედიის ცნობით, აშშ-ის საჰაერო დარტყმა ქალაქ კირკუკთან მაშინ განხორციელდა, როდესაც ისინი ერაყში ამერიკულ ძალებზე თავდასხმისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობების გასაშვებად ემზადებოდნენ.

აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ადატურებენ, რომ განხორციელდა თავდაცვითი დარტყმა გარდაუვალ საფრთხეზე.

მსგავსი თემები