გააქტიურებული ვულკანის კრატერთან, 11 მოლაშქრის ცხედარი იპოვეს

ინდონეზიის აქტიური ვულკანის – მარაპის კრატერთან, 11 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ვულკანის ამოფრქვევის დროს, მთაზე სულ 75 მოლაშქრე იმყოფებოდა, თუმცა მათი უმეტესობის უსაფრთხოდ ევაკუაცია შეძლეს.

12 მათგანის სამძებრო სამუშაო ამ დრომდე გრძელდება.

 

 

მსგავსი თემები