ჩრდილოეთ ტანზანიაში წყალდიდობასა და მეწყერს სულ მცირე 47 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის შედეგად 85 ადამიანი დაშავდა.
ძლიერი წვიმა ტანზანიის დედაქალაქ დოდომას ჩრდილოეთით 300 კილომეტრში, ქალაქ კატეშში შაბათს დაიწყო, რამაც წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.