ბოლო ერთ წელში, საქართველოში, Covid 19-ით 86 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო ერთ წელში, საქართველოში, Covid 19-ით 86 000-ზე მეტი პირი დაინფიცირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის მიერ NCDC-დან გამოთხოვილი ინფორმაციის ფარგლებში პასუხობს.

“აღნიშნულთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ 2022 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში COVID-19 დადასტურებული შემთხვევები არის 86 728.გარდაცვალების აღრიცხვა პანდემიის დასრულებულად გამოცხადების შემდეგ მიმდინარეობს სტანდარტულ ფორმატში (არა ოპერატიულ რეჟიმში) და 2023 წლის გარდაცვალება სიკვდილის მიზეზების მიხედვით ხელმისაწვდომი იქნება მომდევნო წლის ივნისის თვიდან”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები