„ვაშინგტონში დავესწრებით პოლიტიკური პარტიების  ყველაზე დიდ ფორუმს მსოფლიოში”- ლევან ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის საერთაშორისო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხაბეიშვილი და ჭიაბერაშვილი 4-7 დეკემბერს ვაშინგტონში პოლიტიკური პარტიების ყველაზე დიდ ფორუმს, IDU-ს ფორუმს დაესწრებიან.

„ვაშინგტონში დავესწრებით პოლიტიკური პარტიების  ყველაზე დიდ ფორუმს მსოფლიოში, IDU-ს ფორუმს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 80-მდე პოლიტიკური პარტია მონაწილეობს და  „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოდგენილი იქნება ამ ფორუმზე, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება 4-დან 7დეკემბრის ჩათვლით. დღის წესრიგი და მთავარი საკითხები ამ ფორუმზე იქნება უსაფრთხოება, ეკონომიკა, დემოკრატიის განვითარება მსოფლიოში და ავტოკრატიების დასრულება. ასევე, გვექნება ოფიციალური შეხვედრები და მათ შორის შეხვდებით IDU-ს პრეზიდენტს სტეფან ჰარპერს. ამის გარდა, ვაშინგტონში და ნიუ იორკში იქნება მაღალი რანგის შეხვედრები“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები