”ჰამასი“ არ დათანხმდა მძევლების გათავისუფლებას, რაც არღვევდა ზავის პირობებს – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ”ჰამასი“ არ დათანხმდა მძევლების გათავისუფლებას, რაც არღვევდა ზავის პირობებს. ”ბიბისის” ინფორმაციით, ნეთანიაჰუს ოფისში განაცხადეს, რომ შეთანხმების მიუხედავად, „ჰამასმა“ არ გაათავისუფლა ყველა მძევალი ქალი და დღეს დილით რაკეტებით დაესხა თავს ისრაელს.  

მეტი...

აშშ-მ სახმელეთო განთავსების მცირე დიამეტრის ბომბების უკრაინისთვის მიწოდება 2024 წლამდე გადადო

„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-მ სახმელეთო განთავსების მცირე დიამეტრის ბომბების უკრაინისთვის მიწოდება 2024 წლამდე გადადო. პენტაგონის ოფიციალური პირის განცხადებით, აღნიშნული იარაღის გადაცემა მოსალოდნელია 2024 წლის დასაწყისში, მათი წარმატებული შემოწმების შემდეგ. მათივე თქმით, რაკეტების რამდენიმეთვიანი ტესტირება, სავარაუდოდ, დეკემბერში დაიწყება. „როიტერის“ ინფორმაციით, სახმელეთო მცირე დიამეტრის ბომბები საშუალებას მისცემს უკრაინელ სამხედროებს, დაარტყას ორჯერ უფრო შორი მანძილიდან.

მეტი...

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, “ჰამასმა” 6 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, “ჰამასმა” 6 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა და წითელ ჯვარს გადასაცა. ისინი უკვე ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებიან. მანამდე კი ტერორისტულმა დაჯგუფებამ კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა. სანაცვლოდ, ისრაელის ციხეებიდან დამატებით 30 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლეს.

მეტი...

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორში ბრძოლა განახლდა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ვადა ამოიწურა.  ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ მათ განაახლეს ბრძოლა „ჰამასთან“ ღაზის სექტორში. სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა იქნა გაშვებული. ,,ჰამასმა დაარღვია ოპერატიული პაუზა და გარდა ამისა, ისროდა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით”, – ნათქვამია თავდაცცის ძალების განცხადებაში.

მეტი...

შვედეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

შვედეთში ქართველი ემიგრანტი 34 წლის აკაკი წერეთელი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „გული გაუჩერდა, გარდაცვლილი იპოვეს სახლში…. გლოვობს ჩემი ლანჩხუთი, შვედეთში გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი, 34 წლის აკაკი წერეთელი. ჩვენი მზე და ამომავალი ვარსკვლავი აღარ გვყავს. მშვიდად განისვენე იმიერში ჩვენო ანგელოზო”, – წერს შოთო სიხარულიძე.

მეტი...

უკრაინა ევროკავშირისგან 480 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს

უკრაინა ევროკავშირისგან 480 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს.  ამის შესახებ, ოქსფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი სამუელ რამანი წერს. “ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირის 480 000 საარტილერიო ჭურვი უკვე ჩავიდა ან მალე ჩავა უკრაინაში.” – წერს  სამუელ რამანი.

მეტი...

აშშ მუშაობს უკრაინასთან, რათა მოემზადოს რუსეთის მოსალოდნელი ზამთრის თავდასხმისთვის – კირბი

აშშ მუშაობს უკრაინასთან, რათა მოემზადოს რუსეთის მოსალოდნელი ზამთრის თავდასხმისთვის, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. მისი თქმით, აშშ მუშაობს უკრაინისთვის, აღჭურვილობისა და საჭირო დახმარების უზრუნველსაყოფად. „მრავალი თვის განმავლობაში ვმუშაობდით ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან, რათა მომზადებული ვყოფილიყავით ამ საგანგებო სიტუაციისთვის. როგორც გახსოვთ, ეს იყო განხილვის მთავარი თემა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვია თეთრ სახლს სექტემბერში. ამ ზამთრამდე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ეროვნული უსაფრთხოების სკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა დაავალეს შეერთებული შტატების მთავრობას, ისევე როგორც შარშან, წელსაც პრიორიტეტი მიენიჭებინათ ამ ძალისხმევისთვის“, – განაცხადა კირბიმ.

მეტი...

პაკისტანში ახალგაზრდა გოგო ბიჭთან ერთად გადაღებული ფოტოს გამო მოკლეს

პაკისტანში ახალგაზრდა გოგო ბიჭთან ერთად გადაღებული ფოტოს გამო მოკლეს. შემთხვევის გამო პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთის პროვინციის პოლიციამ მოკლული გოგოს მამა დააკავა, რომელმაც სავარაუდოდ, თავის შვილს მას შემდეგ ესროლა, რაც ინტერნეტში გამოქვეყნებულ ფოტოებში ნახა, რომ გოგოსთვის ბიჭს ჰქონდა ხელი გადახვეული. მკვლელობის დაგეგმვის ხელშეწყობისთვის დაკავებულები არიან კაცის ძმა და ორი ბიძაშვილი. გოგონას ცხედარი  მისი სახლიდან მოშორებულ რეგიონში, ისლამაბადიდან 350 კილომეტრში იპოვეს.

მეტი...

უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება

უკრაინის ყველა საპარლამენტო  პარტიამ მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომელიც მომავალი არჩევნების ჩატარებას მხოლოდ საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ ითვალისწინებს. შეთანხმებას უკრაინის საპარლამენტო პარტიებმა 10-12 ნოემბერს „ჟან მონეს დიალოგის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ უმაღლესი რადას ხელმძღვანელობა, მე-9 მოწვევის უმაღლესი რადას საპარლამენტო ფრაქციებისა და ჯგუფების თავმჯდომარეები, ასევე დელეგირებული წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მომავალი ეროვნული არჩევნები გაიმართება საომარი მდგომარეობის დამთავრების შემდეგ, არჩევნების ჩასატარებლად მომზადებისთვის საკმარისი დროის გათვალისწინებით, ანუ საომარი მდგომარეობის დასრულებიდან, მინიმუმ, ექვსი თვის შემდეგ. დოკუმენტს ხელს აწერენ: ფრაქცია „ხალხის მსახურიდან“ დავით არახამია, იულია ტიმოშენკო „ბატკივშჩინიდან“, ირინა გერაშენკო „ევროსოლიდარობის“ ფრაქციიდან და სხვა…

მეტი...