პაკისტანში ახალგაზრდა გოგო ბიჭთან ერთად გადაღებული ფოტოს გამო მოკლეს

პაკისტანში ახალგაზრდა გოგო ბიჭთან ერთად გადაღებული ფოტოს გამო მოკლეს. შემთხვევის გამო პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთის პროვინციის პოლიციამ მოკლული გოგოს მამა დააკავა, რომელმაც სავარაუდოდ, თავის შვილს მას შემდეგ ესროლა, რაც ინტერნეტში გამოქვეყნებულ ფოტოებში ნახა, რომ გოგოსთვის ბიჭს ჰქონდა ხელი გადახვეული.

მკვლელობის დაგეგმვის ხელშეწყობისთვის დაკავებულები არიან კაცის ძმა და ორი ბიძაშვილი.

გოგონას ცხედარი  მისი სახლიდან მოშორებულ რეგიონში, ისლამაბადიდან 350 კილომეტრში იპოვეს.

მსგავსი თემები