აშშ-მ სახმელეთო განთავსების მცირე დიამეტრის ბომბების უკრაინისთვის მიწოდება 2024 წლამდე გადადო

„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-მ სახმელეთო განთავსების მცირე დიამეტრის ბომბების უკრაინისთვის მიწოდება 2024 წლამდე გადადო.

პენტაგონის ოფიციალური პირის განცხადებით, აღნიშნული იარაღის გადაცემა მოსალოდნელია 2024 წლის დასაწყისში, მათი წარმატებული შემოწმების შემდეგ. მათივე თქმით, რაკეტების რამდენიმეთვიანი ტესტირება, სავარაუდოდ, დეკემბერში დაიწყება.

„როიტერის“ ინფორმაციით, სახმელეთო მცირე დიამეტრის ბომბები საშუალებას მისცემს უკრაინელ სამხედროებს, დაარტყას ორჯერ უფრო შორი მანძილიდან.

მსგავსი თემები