ბათუმში ერთმანეთს 4 მანქანა შეეჯახა – არიან დაშავებულები

ბათუმში, ლერმონტოვისა და ორბელიანის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. რეგიონული გამოცემა ,,ბათუმელები” წერს, რომ შეჯახების შემდეგ მანქანები პარკინგზე გაჩერებულ კიდევ ორ მანქანებს შეეჯახნენ.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშვდა 3 ადამიანი. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები