,,მძევლების დაბრუნება ჩვენი მორალური ვალდებულებაა” – ჰაგარი

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი, დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ისრაელი შუამავლების ჩართულობით ტერორისტულ დაჯგუფება “ჰამასთან” მოლაპარაკებას აგრძელებს.

,,მძევლების დაბრუნება ჩვენი მორალური ვალდებულებაა. მტკიცედ გადავწყვიტეთ, გამოვიყენოთ ყველა გზა ამ მოვალეობის შესასრულებლად. პროგრესის შესახებ ვაცნობებთ ოჯახებს და საზოგადოებას, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება.

მივმართავ მძევლების ოჯახის წევრებს – ჩვენ ვხედავთ იმ დიდ სტრესს, რომელსაც თქვენ განიცდით ამ ლოდინისა და გაურკვევლობის საათებში. ჩვენ თქვენთან ვართ, უნდა გავუძლოთ ამ წნეხს,” – ამბობს ჰაგარი.

მსგავსი თემები