ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეები ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გორის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქეები დროებით ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში, ე.წ. სასამართლოს გამართვის მოლოდინში არიან. ინფორმაციას მათი ნათესავები ავრცელებენ.

ხვიჩა და დიმა კორინთელები, თანასოფლელ გიორგი მელაძესთან ერთად, რუსმა ოკუპანტებმა გიორგობის მეორე დღეს, სოფლის ეკლესიიდან გაიტაცეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რეაგირების მიზნით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია სადამკვირვებლო მისია.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, სხვადასხვა გამოგონილი ბრალდებით, ცხინვალის იზოლატორში ამ დროისთვის საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება.

მსგავსი თემები