აბიგაილს 4 წელი „ჰამასის“ ტყვეობაში ყოფნის დროს შეუსრულდა

ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ დღეს გათავისუფლებულ მძევლებს შორის 4 წლის აბიგაილ ედანიცაა, რომლის მშობლები ტერორისტებმა 7 ოქტომბერს მოკლეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, აბიგაილ ედანი ებრაული წარმოშობის აშშ-ის მოქალაქეა. მისი მშობლები „ჰამასის“ ტერორისტებმა 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის დროს მოკლეს. აღსანიშნავია, რომ აბიგაილს 4 წელი „ჰამასის“ ტყვეობაში ყოფნის დროს შეუსრულდა.

ცნობისთვის, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოთხდღიანი შეთანხმება 24 ნოემბერს დილით ამოქმედდა. შეთანხმება ითვალისწინებს ისრაელის საპატიმროებში მყოფ პალესტინელთა ნაწილის გათავისუფლებასაც. ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში ღაზის სექტორში უნდა გაიზარდოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და საწვავის შეტანა.

მსგავსი თემები