ესტონეთ-რუსეთის საზღვარზე დამატებითი ბარიერები დადგეს

ესტონეთ-რუსეთის დამაკავშირებელ ხიდზე დამატებითი ბეტონის ბარიერები განთავსდა. საზღვრის შესაძლო ჩაკეტვისთვის მზადება გრძელდება.

არსებული ინფორმაციით, გასულ კვირას, 10 ბეტონის პირამიდა დამონტაჟდა მას შემდეგ, რაც სომალისა და სირიის 19 მოქალაქეს, ყალბი დოკუმენტაციით, რუსეთიდან ესტონეთში შესვლის უფლება მისცეს. დღეს კიდევ 15 ასეთი პირამიდა დაემატა.

ხიდზე, ოთხი სატრანსპორტო ზოლიდან, გასულ კვირას ორი დაიკეტა. ესტონეთის საზღვრის დაცვის სამსახური არ გამორიცხავს, რომ სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, გადასასვლელი შესაძლოა დაიხუროს.

ცნობისთვის, რუსეთთან ერთის გარდა, ყველა სახმელეთო სასაზღვრო პუნქტი უკვე დახურა ფინეთმა.

მსგავსი თემები